პოლონეთის სეიმმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ რეზოლუცია მიიღო - რას ამბობს ოფიციალური ვარშავა?
პოლონეთის სეიმმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ რეზოლუცია მიიღო.
პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, იხელმძღვანელოს ჰუმანიტარიზმის უნივერსალური პრინციპებით, რომლის მიხედვითაც ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის უმაღლესი ღირებულება და მოუწოდებს, სასწრაფოდ ჩაუტარდეს მიხეილ სააკაშვილს საჭირო მკურნალობა.
სეიმი ითვალისწინებს საერთაშორისოდ აღიარებული ექიმების რეკომენდაციებს და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობასა და საქართველოს მეგობრებს, აიძულონ საქართველოს ხელისუფლება, იმოქმედონ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად.