„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებზე ამომრჩეველთა რეგისტრაცია დაიწყო
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებზე ამომრჩეველთა რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია 26 იანვრის 10:00 სთ-მდე გაგრძელდება .
თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან ნიკა მელია, ნონა მამულაშვილი, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე.
არჩევნები 28-29 იანვარს ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება.
ბლოკჩეინ სისტემით განხორციელდება როგორც რეგისტრაცია, ასევე ხმის მიცემა.
"უზრუნველყოფილია რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიისა და ხმის ფარულობა, რაც ნიშნავს, რომ არავის ექნება ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა არჩევანი გააკეთა ამომრჩეველმა (ვის მისცა ხმა)", — წერია ენმ-ის განცხადებაში.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნებზე უშუალოდ ხმის მიცემა დაიწყება 28 იანვრის 10:00 სთ-ზე და დასრულდება 30 იანვრის 10:00 სთ-ზე.