გაძვირდება თუ არა პური? - რას ამბობ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი?
რუსეთის მხრიდან მარცვლეულის ექსპორტის გაძვირების მიუხედავად, საქართველოში პურის ფასი 2023 წლის მარტამდე არ შეიცვლება. ამის შესახებ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმ,ა ლევან სილაგავამ განაცხადა.
„რუსეთში არის ძალიან დიდი ხორბლის მოსავალი, შესაბამისად, ეს ცოტა კონტექსტიდან ამოვარდნილი გაძვირება იყო და უფრო დაკავშირებული იყო რუბლის გაუფასურებასთან. ეს რაც შეეხება ექსპორტის გადასახადს. რაც შეეხება საქართველოს, ამ ეტაპზე, მარაგების კუთხით, ჩვენ სტაბილურობა გვაქვს, ვინაიდან ჯერ კიდევ ერთი თვის წინ საბაჟო გადასახადი დაკლებული იყო და შესაბამისად, მაშინ წისქვილკომბინატებმა შემოიტანეს მარაგები. საერთოდ, ისტორიულად, ახალი წლის წინ უფრო მეტი რაოდენობის ხორბალს იმარაგებენ ხოლმე ქვეყნები, მათ შორის ჩვენც, შესაბამისად, ხორბალიც და ფქვილიც დღესდღეობით გვაქვს საკმაოდ კომფორტულ ფასად და ამ ფასით მუშაობა გაგრძელდება დაახლოებით მარტის თვემდე. შემიძლია გითხრათ, რომ ფასის მხრივ მარტის თვემდე სტაბილურობა იქნება შენარჩუნებული როგორც ფქვილზე, ისე პურზე. კიდევ ერთხელ, გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ ძველი შემოტანილი ხორბლის და მათი ფასის მიხედვით, პურის გაძვირება არ იგეგმება“, – განაცხადა „პირველ არხთან“ ლევან სილაგავამ.