თეგებით ძიება

სიცრუეა, რომ "ემპათიასთან" იყო შეთანხმებული მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის კურსი - მარიამ ჯიშკარიანი

„ემპათის“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი გორის ჰოსპიტლის ექიმს, ნინო გოგორიშვილს პასუხობს და ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გორის საავადმყოფოში ყოფნისას, "ემპათიას" არაერთი რეკომენდაცია ჰქონდა მისი მკურნალობის პროცესთან დაკავშირებით, თუმცა ექიმმა გოგორიშვილმა არცერთი მათგანი არ გაითვალისწინა.

"ჩვენი რეკომენდაციები ჯიუტად არ შესრულდა, ასე მაგალითად, არ განხორციელდა თავის ტვინის MRT კვლევა, არ იქნა განხორციელებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კვლევა, შესაბამისად არანაირი შეთანხმება ცენტრ ემპათიასთან მკურნალობის კურსთან დაკავშირებით არ ყოფილა", - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

მისივე თქმით, "ემპათია", როგორც საექსპერტო დაწესებულება წინააღმდეგი იყო მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის, რადგან დაწესებულებას არ ჰქონდა ის რესურსი, რაც მესამე პრეზიდენტის მკურნალობისთვის იყო საჭირო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა