„კოვიდის არასწორი მართვა/მკურნალობა ან კლავს ან აინვალიდებს!“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე?
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
„არასწორი მკურნალობა კლავს!
კოვიდის არასწორი მართვა/მკურნალობა ან კლავს ან აინვალიდებს!
დღესაც გრძელდება ბინაზე არასწორი თვითნებითი მკურნლობა ანტიბიოტიკებით და აცრილ დაბუსტერებულ პაციენტებში კოვიდის დადასტურების დღიდან გადასხმები “დექსამეტაზონებით”! ეს არ შეიძლება!
არ მიიღოთ ანტიბიოტიკები ექიმის დანიშნულებით გარეშე!
ანტიბიოტიკები არ უნდა იყიდებოდეს ექიმის დანიშნულების გარეშე!
კოვიდ ინფიცირებულებო თავს გაუფრთხილდით … არ დაგავიწყდეთ გამოიყენოთ სამედიცინო პირბადე თუ გადიხართ თქვენი ოთახიდან!“ - წერს ფხაკაძე.
#drpkhakadze Giorgi Pkhakadze
✅არასწორი მკურნალობა კლავს❗️
✅კოვიდის არასწორი მართვა/მკურნალობა ან კლავს ან...Опубликовано Giorgi Pkhakadze Пятница, 13 января 2023 г.