თეგებით ძიება

"ბებო ქუჩაში არასოდეს აღარ დაიძინებს...არც სჯერა ჯერ, სულ ტირის და გვაბღავლებს ჩვენც " - რა ინფორმაცია ვრცელდება 70 წლის ბებოზე, რომელიც ღამეს ბანკში ათევდა?

სამოქალაქო აქტივისტი, აკა სინჯიკაშვილი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს ბებოზე, რომელიც "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში ათევდა ღამეს.

"ახალი წლის ღამეს, ყველაზე უფრო დიდი სასწაულები ხდება
არც მჯერა,
ბებო ქუჩაში არასოდეს აღარ დაიძინებს.
მთელი სიცოცხლე ექნება თბილი სახლი,საჭმელი, ტანსაცმელი.
იმკურნალებს კლინიკაში და ჯანმრთელი იქნება. სამოცდაათი წლის ასაკში იგრძნო მთელი ქვეყნის ადამიანების მხარდაჭერა და კეთილი სურვილები. არც სჯერა ჯერ, სულ ტირის და გვაბღავლებს ჩვენც
კეთილი ამბები ყოველთვის ბედნიერად მთავრდება
აღარ იდარდოთ, ბებო სახლში დაფუსფუსებს
როგორ მიყვარხართ ვერც ვწერ
დიდი მადლობა ადამიანებო, ძალიან დიდი მადლობა
თქვენ სიცოცხლე გადაარჩინეთ
გულით ინატრეთ ამ ჯადოსნურ ღამეს და ყველაფერი აგიხდებათ", - წერს სინჯიკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა