თეგებით ძიება

"ულამაზესია ეს ბაღანა. ეს ნაპერწკლებიანი, ანთებული თვალები ლაპარაკობენ მის გარდაუვალ დიდ მომავალზე. მთელი ვნებით თამაშშია" - ნათია ფანჯიკიძე კვარაზე

იტალიის სერია ა-ში "ნაპოლისა" და "იუვენტუსის" შეხვედრამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია, განსაკუთრებით კი ნაპოლელთა რიგებში ქართველმა გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ. ქართველი სპორტსმენი ტრავმის მერე კრიტიკის ქვეშ მოჰყვა, თუმცა "ბებერ ქალბატონთან" შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა, 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და მატჩის შემდეგ კი უმაღლესი - 9.8 შეფასება მიიღო.

კვარას შესახებ საკუთარ მოსაზრაბას სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძეც აქვეყნებს და წერს, რომ მას დიდი მომავალი აქვს.

"ულამაზესია ეს ბაღანა. ეს ნაპერწკლებიანი, ანთებული თვალები ლაპარაკობენ მის გარდაუვალ დიდ მომავალზე. მთელი ვნებით თამაშშია.
ადრე რონალდინიოს ვარსკვლავებიანი, მოცინარი თვალები მახარებდა, მიუხედავად იმისა, ფეხბურთის მაყურებელი ზოგადად არ ვარ. იმას სიხარული ეტყობოდა, არა ტანჯვა, არა "სამუშაოს ტვირთი", არა დაძაბული მიზანი, არამედ, ცეკვა, კუნტრუში, ტკბობა, ხოდა ვუყურებდი სამბას გაკვეთილებივით", - წერს ფანჯიკიძე.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლიმ" "იუვენტუსი" 5:1 დაამარცხა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა