თეგებით ძიება

"ოცნების" ლიდერები კვარას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდნენ - "სელფი" სტადიონიდან

"ქართული ოცნების" ლიდერები "ნაპოლის" ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდნენ. ისინი კვარას სტადიონიდან ქომაგობდნენ. ფოტოს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ავრცელებს. პარლამენტის სპიკერთან ერთად ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, ბექა ოდი­შა­რია, ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე, ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნი და გი­ო­რგი ამი­ლახ­ვა­რი არი­ან.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია ა-ს შეხვედრაში "ნაპოლიმ" "იუვენტუსი" 5:1 გაანადგურა. ქართველი სპორტსმენი ტრავმის მერე კრიტიკის ქვეშ მოჰყვა, თუმცა "ბებერ ქალბატონთან" შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა, 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და მატჩის შემდეგ კი უმაღლესი - 9.8 შეფასება მიიღო.

\"ოცნების\" ლიდერები კვარას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდნენ - \"სელფი\" სტადიონიდან


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა