"ნაძვის ფული რომ მქონდეს, ყველს ვიყიდდი და ხაჭაპურს გამოგიცხობდიო, ჩაილაპარაკა დედამ!.." - რას წერს პეტრე კოლხი?
მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ეკონომიკურ სიდუხჭირეს უსვამს ხაზს.
"მაღაზიიდან ცოლ-ქმარი ორი შვილით გამოვიდა… დატვირთული პარკებით, ნაძვის ხის ყუთით…
უკმაყოფილო გამოხედვა ჰქონდათ, სხვა ნაძვი მოსწონდათ, მაგრამ გაცილებით ძვირი იყო…
იქვე ახლოს, ქალს პატარა ბიჭი მოყვებოდა… საახალწლოდ განათებულ მაღაზიას და საჩუქრებით დატვირთულ ხალხს რომ გამოხედა, დედას ასძახა, იქნებ ჩვენც პატარა ნაძვი მაინც ვიყიდოთო…
-ნაძვის ფული რომ მქონდეს, ყველს ვიყიდდი და ხაჭაპურს გამოგიცხობდიო, ჩაილაპარაკა დედამ!..", - წერს პეტრე კოლხი.