ყურადღებით ვაკვირდებით ამ სიტუაციას, განსაკუთრებით სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას - რას ამბობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი?
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსის მოადგილის, ვენდანტ პატელის თქმით, აშშ ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას.
"მე არ მაქვს რაიმე განახლება, მას შემდეგ, რაც ბოლოს ვისაუბრეთ. ჩვენ ვაგრძელებთ ღრმა შეშფოთებას და ყურადღებით ვაკვირდებით ამ სიტუაციას, განსაკუთრებით მის ჯანმრთელობის მდგომარეობას", - თქვა პატელმა.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.