თეგებით ძიება

"ძველით ახალ წელს კი არა, ხვიჩას გილოცავთ, ქართველებო!!! შოკი!...საქმე გვაქვს მსოფლიო გაქანების მოვლენასთან! " - თემო შენგელაია

პოეტი, თემო შენგელაია "ნაპოლის" ქართველ გარემარბზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ის მსოფლიო დონის მოვლენაა.

"ძველით ახალ წელს კი არა ხვიჩას გილოცავთ ქართველებო!!! ????????
შოკი! ეს რას აკეთებს?
საქმე გვაქვს მსოფლიო გაქანების მოვლენასთან!!
ვამაყობ, რომ სისხლით, ხორცით, ძვლებით, შიგნით და გარეთ ვარ ქართველი და ვარ ხვიჩას თანამემამულე!!
ყველას გილოცავთ ვისაც გაგიხარდათ და აცნობიერებთ და იმათაც ვინც გარტყმაში არ ხართ რა საქმეს აკეთებს ეს პატარა ბიჭი, პატარა საქართველოსთვის!!", - წერს თემო შენგელია.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია ა-ს შეხვედრაში "ნაპოლიმ" "იუვენტუსი" 5:1 გაანადგურა. ქართველი სპორტსმენი ტრავმის მერე კრიტიკის ქვეშ იყო, თუმცა "ბებერ ქალბატონთან" შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა, 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და მატჩის შემდეგ კი უმაღლესი - 9.8 შეფასება მიიღო.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა