ქართველების რეაქცია, ხვიჩა კვარაცხელიას გოლზე - ემოციური კადრები
„ნაპოლის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტურში "იუვენტუსს" გოლი 39-ე წუთზე გაუტანა.
დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე „ნაპოლი“ „იუვენტუსის“ მატჩის სანახავად უამრავი ქართველი ქომაგი იმყოფებოდა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება მათი ოვაციები ხვიჩას გოლის შემდეგ.
ექსპერტების თქმით, ასეთი მატჩის ასეთი თამაშით და ასეთი ანგარიშით მოგება, ყველა ლოგიკით მხოლოდ იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ნაპოლი იტალიის ჩემპიონი გახდება.