თეგებით ძიება

2008 წელს რუსეთს დანამდვილებით სურდა სააკაშვილის დამხობა - კონდოლიზა რაისი

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ 2008 წელს რუსეთს დანამდვილებით სურდა სააკაშვილის დამხობა. ამის შესახებ მან „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

"გულწრფელად გეტყვით, მჯერა შევაჩერეთ რუსეთის ამბიცია აეღო თბილისი. რუსეთს დანამდვილებით სურდა სააკაშვილის დამხობა“, - აცხადებს რაისი.

ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნაზეც გააკეთა კომენტარი.

"ნება მომეცით ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და მივმართო საქართველოს სააკაშვილის სახელით, რომელიც ავადაა და ციხეშია. ის არის ადამიანი, რომელზედაც მე იმედი მაქვს, რომ სრულად გავაცნობიერებთ მის ისტორიულ როლს და ახლა მის ჰუმანიტარულ სიტუაციას“, - აცხადებს კონდოლიზა რაისი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა