"შენ სრულიად საქართველოს მიულოცე შენი სასწაული თამაშით ახალი 2023 წელი!" - ზურა ხაჩიძე კვარას საჯარო მადლობას უხდის
მომღერალი, ზურა ხაჩიძე "ნაპოლის" ქართველ გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას საჯარო მადლობას უხდის.
"მადლობა ხვიჩა!!!
შენ დღეს სრულიად საქართველოს მიულოცე შენი სასწაული თამაშით ახალი 2023 წელი!
მადლობა შენ, რომ ყველა ჩვენ დაგვაბრუნე იმ რეალურ ფიქრებში,რომ ჩვენს ქვეყანას აქვს დიდი საფეხბურთო ისტორია და გვაქვს იმედი,რომ აწმყოში შეძლებს საქართველოს ნაკრები გამოჩნდეს მსოფლიო საფეხბურთო რუკაზე,ასევე მადლობა მამარდას ძალიან მაგარი თამაშისთვის ვალენსიის რიგებში!
გაგიმარჯოთ ქართველებო და გილოცავთ შობა-ახალ 2023 წელს!
უფლის წყალობა და სიყვარული არ მოგვაკლდეს სრულიად საქართველოს!!!ამინ!", - წერს ზურა ხაჩიძე.
შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია ა-ს შეხვედრაში "ნაპოლიმ" "იუვენტუსი" 5:1 გაანადგურა. ქართველი სპორტსმენი ტრავმის მერე კრიტიკის ქვეშ იყო, თუმცა "ბებერ ქალბატონთან" შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა, 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და მატჩის შემდეგ კი უმაღლესი - 9.8 შეფასება მიიღო.