ქარის სიჩქარე დაიკლებს, თოვლი შეწყდება - რას ამბობენ სინოპტიკოსები? (ვიდეო)
საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს, ციმბირის ანტიციკლონი მცირდება.
თბილისსა და რეგიონებში უნალექო ამინდები დღეიდანაა მოსალოდნელი, მაგრამ ტემპერატურის მატება 15 იანვრიდან მოხდება.
ქარის სიჩქარე დაიკლებს დასავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთში კი თოვა დღეს შეწყდება.
სინოპტიკოსები ამბობენ, რომ ქარი დასავლეთ საქართველოში, რომელმაც მოსახლეობას დიდი ზარალი მიაყენა, 15 იანვრის ღამის საათებში სრულად ჩადგება.