თეგებით ძიება

ბაიდენს საიდუმლო დოკუმენტები აღმოუჩინეს, რაც 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მსგავსი ბრალდება ტრამპსაც წაუყენეს - გოგა ხაინდრავა კელი დეგნანს მიმართავს

რა არის ეს ქ-ნო ელჩო, პრეზიდენტების უკუსვლა თუ დემოკრატიის აშშ-ში, - კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ოფისსა და სახლში საიდუმლო დოკუმენტების პოვნის ფაქტს გამოეხმაურა.

„პრეზიდენტ ბაიდენს „გარაჟში“ საიდუმლო დოკუმენტები აღმოუჩინეს, მანამდე ძველ ოფისში. აშშ-ის მედია იუწყება - ეს გარემოება დასჯადია და 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მსგავსი ბრალდება პრეზიდენტ ტრამპსაც წაუყენეს.
რა არის ეს ქ-ნო ელჩო, პრეზიდენტების უკუსვლა თუ დემოკრატიის აშშ-ში?“ - წერს ხაინდრავა Twitter-ზე.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირის დასაწყისში თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის იურისტების გუნდმა ნოემბრის დასაწყისში ბაიდენის ყოფილ ოფისში, პენ ბაიდენის ანალიტიკურ ცენტრში 10-მდე საიდუმლო ფაილი აღმოაჩინეს და ისინი დაუყოვნებლივ გადასცეს ეროვნულ არქივს. საკითხს ამჟამად იუსტიციის დეპარტამენტი სწავლობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა