თეგებით ძიება

სტიქიის შედეგად 350-ზე მეტი შენობა დაზიანდ - რა ხდება ქუთაისში?

სტიქიის შედეგად 350-ზე მეტი შენობა დაზიანდა ქუთაისში. ასევე დაზიანდა მსუბუქი ავტომობილები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა.

როგორც ცნობილია, ადგილზე მუშაობას აგრძელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

„დღეის მონაცემებით, 350-ზე მეტი შენობა გვაქვს სხვადასხვა სახის დაზიანებით. 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას ჩვენი სამსახურები, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და „სოკარ ჯორჯია გაზის“ თანამშრომლები. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მათ თავდაუზოგავი მუშაობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ამინდი მოგვცემს საშუალებას, რომ დათვლილი ზარალი გადავიტანოთ რეალურ დახმარებაში და თითოეულ მოქალაქეს მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ პრობლემები, რომლებიც მათ დღეს აქვთ“, - აცხადებს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა