თეგებით ძიება

ჩასწორებულია: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ხვიჩა კვარაცხელიას ბებია ჰყავს დაღუპული, არასწორია

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს "ნაპოლის" ქართველ ფეხბურთელს ბებია გარდაეცვალა და ამის პარალელურად ხვიჩა კვარაცხელიამ 13 იანვარს "იუვენტუსის" წინააღმდეგ მატჩში მიიღო მონაწილეობა, სიმართლეს არ შეესბამება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც ჟურნალისტმა TIA.GE-სთან მოგვიანებით განმარტა, მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს და გადაუმოწმებელი ცნობის გავრცელების გამო, ის საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

"როგორც გავიგე, კვარას ბებია ყავს დაღუპული ახლა და ამის პარალელურად ასეთი შემართებით ითამაშა ამ საოცარმა ბიჭმა. ტკივილის და დარდის მიუხედავად, ის იქ იყო და იმ საქმეს აკეთებდა, რასაც მთელი მსოფლიო მისგან ელოდა! მადლობა ოქროს ბიჭო! ვაფასებთ", - დაწერა ნათია ბერიძემ დღეს სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს, იტალიის სერია ა-ს ცენტრალურ შეხვედრაში "ნაპოლიმ" "იუვენტუსი" 5:1 გაანადგურა. ქართველი სპორტსმენი ტრავმის მერე კრიტიკის ქვეშ იყო, თუმცა "ბებერ ქალბატონთან" მატჩში მან 1 გოლი გაიტანა, 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და უმაღლესი - 9.8 შეფასებაც მიიღო.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა