"არაა ეს ქალი ასეთი უტვინო, მართლა არაა, მაშინ რატომ წერს ამ ბოდვებს?" - ვის შესახებ წერს მიშა მშვილდაძე?
ტელეკომპანია “ფორმულას” თანადამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე სოცილურ ქსელში ლალი მოროშკინას 28 ივნისით დათარიღებულ პოლიტიკურ ანალიზს აქვეყნებს და წერს:
"არაა ეს ქალი ასეთი უტვინო, მიუხედავად იმისა, რომ ნობელის პრემიაც არ ემუქრება ფიზიკაში, ასეთი უტვინო მართლა არაა – მაშინ რატომ წერს ამ ბოდვებს? – იმიტომ რომ ხალხი ჰგონია ასეთი უტვინო! – ჰოდა, რავი, ხალხი რას ფიქრობს ამაზე, საინტერესოა: ოღონდც, იმის გათვალისწინებით, რომ მოროშკინა კი არ თვლის ასე, ბიძინა თვლის ასე და იმიტომ ბოდიალობს ლალიც და აძლევენ ეთერს", - წერს მიშა მშვილდაძე.