თეგებით ძიება

ძლიერმა ქარმა 1 100-მდე სახლის და 38 კორპუსის სახურავი დააზიანა, მოსახლეობის ნაწილს შუქი არ აქვს - რა ხდება სამეგრელოში?

სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი გუგუჩიას თქმით, ძლიერმა ქარმა 1 100-მდე საცხოვრებელი სახლის და 38 საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დააზიანა.

ქარის შედეგად 37 სკოლას სხვადასხვა სახის პრობლემა შეექმნა, ასევე, დაზიანდა 6 საბავშო ბაღი.

გუგუჩიას თქმით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია წყლისა და გაზის მილები, ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც 50 ადმინისტრაციულ ერთეულს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. შესაბამისი ბრიგადების მიერ ელექტრო ენერგიის აღდგენა წუხელვე მოხდა 60-ზე მეტი სოფლისთვის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა