სახელმწიფო დროშა არის ჩვენი ისტორიის, დაუმარცხებელი სულის და ეროვნული ღირსების ნიშანი - შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.
"14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა! ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს გმირებს, ვინც სამშობლოსთან ერთად საქართველოს სახელმწიფო დროშას სწირავდა ყველაზე ძვირფასს - საკუთარ სიცოცხლეს, რადგან მომავალმა თაობებმა ამაყად აღმართონ და დაიცვან ჩვენი სახელმწიფოებრიობის ეს უმთავრესი სიმბოლო!
სახელმწიფო დროშა არის ჩვენი ისტორიის, დაუმარცხებელი სულის და ეროვნული ღირსების ნიშანი! ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დაე, ხუთჯვრიან დროშას ამაყად ეფრიალოს გაერთიანებულ საქართველოში!” - წერს პაპუაშვილი.