2023 წლის 12 იანვრიდან მივდივარ ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებაში - რამზან კადიროვი
ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი შვებულებაში გავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას "РИА Новости" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რამზან კადიროვის დაბრუნებამდე მის მოვალეობას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ხუჩიევი შეასრულებს.
""2023 წლის 12 იანვრიდან მივდივარ ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებაში. ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ხუჩიევ მუსლიმ მაგომედოვიჩს ვანდობ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის მოვალეობებს ჩემი შვებულების პერიოდში“, - ნათქვამია დოკუმენტში.