ლიფტი გამოიძახეს, თუმცა, კარი ისე გაიხსნა, რომ ლიფტის კაბინა იმ სართულზე არ იყო - საშინელი უბედური შემთხვევის ახალი დეტალები ცნობილია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებენ, რომ თბილისში, ვაზისუბანში ლიფტის შახტიდან გარდაცვლილთა ცხედრები უკვე ამოიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 40 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარია.
უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ლიფტი გამოიძახეს, თუმცა, კარი ისე გაიხსნა, რომ ლიფტის კაბინა იმ სართულზე არ იყო. მამაკაცი შახტაში ჩავარდა, მის დახმარებას მეუღლე ცდილობდა, რა დროსაც ლიფტი დაიძრა და ორივე გარდაიცვალა.
მომხდარზე დამატებითი დეტალები უცნობია.
ვაზისუბანში, ორი ადამიანი, ქალი და კაცი, ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა.