თეგებით ძიება

"ლიფტების დიდი ნაწილი სასაკლაოა! დღეს გაუმართავ ლიფტს ემსხვერპლა ორი ადამიანი" - რას წერს ცოტნე კობერიძე?

"გირჩი მეტი თავისუფლების" დეპუტატის, ცოტნე კობერიძის განცხადებით, თბილისში ლიფტების დიდი ნაწილი სასაკლაოა.

"დღეს გაუმართავ ლიფტს ემსხვერპლა ორი ადამიანი.

ლიფტის გამართულობაზე პასუხისგებლები არიან კორპუსში არსებული ამხანაგობები რომლებიც კანონით სამ წელიწადში ერთხელ უნდა ახდენდნენ ინსპექტირებას თუ არადა და დაჯარიმდებიან.

საოცარია ის ფაქტი რომ თუ მოახდინეს ინსპექტირება, სხვაზე მეტი პასუხისგებლობა იგრძნეს და აღმოჩნდა რომ ლიფტს ხარვეზები აქვს მაინც ჯარიმდებიან, ანუ ადამიანს უკარგავენ სტიმულს ლიფტი შეამოწმონ, ამის განო ერიდებიან ლიფტის შემოწმებას, თუ შეუმოწმებლობისთვისაც და შემოწმებისთვისაც ისჯები ეს ოქსიმორონია, კანონში მსგავსი გაუმართავობის გამო დღეს საქართველოში 20 ათასამდე ლიფტი გაუმართავი, გასარემონტებელი ან გადასაგდებია. ლიფტების დიდი ნაწილი სასაკლაოა", - წერს კობერიძე.

ცნობისთვის, დღეს თბილისში, ვაზისუბანში ლიფტის შახტი ჩავარდა და ცოლ-ქმარი დაიღუპა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა