თეგებით ძიება

მეუღლე და 2 შვილი დარჩა... - ვინ არის ფილადელფიაში, დაღუპული ქართველი ბიჭი?

აშშ-ში, ფილადელფიაში 35 წლის, თორნიკე კვარაცხელია გარდაცვლილი იპოვეს. მას ახლობლები 11 იანვრის შემდეგ ეძებდნენ.

ის ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ჯერჯერობით უცნობია,თუ როდის მოხდება ცხედრის სამშობლოში გადმოსვენება.

მას დედა, მეუღლე და 2 შვილი დარჩა.

ევროპაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, მეგობარს ემშვიდობება.

"ახალი წლის წინა დღეებში მოვიკითხე, თუმცა თითქმის ყოველდღე ვიწერებოდით სამეგობრო ჩატში, იქ განვიხილავდით ყველაფერს.

ხშირად ვსაუბრობდით მომავალზე, უკეთეს ცხოვრებაზე, უკეთეს საქართველოზე, სიბერეზე, შვილებზე.

მართალი და უშიშარი ადამიანი, იუმორით, ჯიგრით, თანადგომით და ტიპიური მეგრული ქარიზმით სავსე ახალგაზრდა კაცი, კარგი ძმა, კიდევ უკეთესი ძმაკაცი და დიდებული მამა.

მახსოვს, აბიტურიენტობის დროს მითხრა, გალაკტიონის 50 ლექსი ვიციო, ისეთები, წაკითხულიც რომ არ გექნებაო.

ასეთი ბიჭი დავკარგეთ, იმედებით, ოცნებებით და სიყვარულით სავსე.

ვერ ვიჯერებ, ეს რა საშინელი კალანდობა გათენდა..“, - წერს გარდაცვლილის მეგობარი.


წყარო - "პრაიმტაიმი"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა