თეგებით ძიება

"ლუკმაპურის საშოვნელად და ოჯახის სარჩენად მოუწია სამშობლოს დატოვება და უკან ცოცხლად დაბრუნება არ ეღირსა" - რას წერს ზვიად კვარაცხელია?

მწერალი, ზვიად კვარაცხელია აშშ-ში ქართველი ემიგრანტის, თორნიკე კვარაცხელიას ტრაგიკულად დაღუპვას ეხმაურება და წერს, რომ ის უცხოეთში ეკონომიკური სიდუხჭირის გამო წავიდა.

"ერთმა ცნობილმა ტიპმა მითხრა, – ხუთი რომანი უნდა გქონდეს დაწერილი და შენ კიდე ფეისბუკზე ვიღაც სირებს ლანძღავო. მევუთხარი, – თქვენს თაობას რომ მოეგვარებინა ეგ „ვითომ პრობლემები“, მაშინ რომანების დაწერას ვერ დამასწრებდით-თქო.
ღმერთმა გაანათლოს ჩემი ბავშვობის მეგობარი, ამერიკაში დაღუპული თორიკო კვარაცხელია. გამორჩეული ნიჭისა და ენერგიის მქონე ბიჭი, ლუკმაპურის საშოვნელად და ოჯახის სარჩენად რომ მოუწია სამშობლოს დატოვება და უკან ცოცხლად დაბრუნება კი არ ეღირსა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს", - წერს კვარაცხელია.

აშშ-ში, ფილადელფიაში 35 წლის, თორნიკე კვარაცხელია გარდაცვლილი იპოვეს. მას ახლობლები 11 იანვრის შემდეგ ეძებდნენ. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა