"მკვლელი ლიფტი!... არ მიატოვა მეუღლემ და დახმარებისას, ორივე მოიყოლა მკვლელმა ლიფტმა" - ავთო დვალიშვილი ვაზისუბნის ტრაგედიაზე
ენერგო-პრო ჯორჯიას“ პიარმენეჯერი, ავთო დვალიშვილი თბილისში, კერძოდ ვაზისუბანში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელით ეხმაურება.
"ალბათ როგორი ბედნიერები გამოვიდნენ სახლის კარიდან ახალგაზდა ცოლ-ქმარი. შეიძლება სტუმრად მიდიოდნენ, შეიძლება საყიდლებზე, ან სხვა საქმეზე. გამოსვლიდან რამდენიმე წუთში ცოცხლები აღარ იყვნენ…
მკვლელი ლიფტი…!
ნათელში იყოს მათი სულები
პატარა რომ ვიყავი, მშობლები, ბებია, ლიფტით თითქმის ყველა მგზავრობისას მახსენებდნენ - ლიფტი რომ გაჩერდება და კარი გაიღება, პირველ რიგში იატაკს დააკვირდი და მერე შედიო.
რომ წამოვიზარდე, დაამატეს, ეს ის შემთხვევაა, როცა ქალს გზა არ უნდა დათმო და პირველ რიგში შენ უნდა შეხვიდე ლიფტშიო… სავარაუდოდ გარდაცვლილი მამაკაციც ასე მოიქცა… თუმცა რა თქმა უნდა არ მიატოვა მეუღლემ და დახმარებისას, ორივე მოიყოლა მკვლელმა ლიფტმა
დღეს, ვაზისუბანში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ლიფტის შახტაში ჩავარდნენ და გარდაიცვალნენ…", - წერს დვალიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ვაზისუბანში ლიფტის შახტაში მამაკაცი ჩავარდა, მის გადარჩენას მეუღლე ცდილობდა, თუმცა ორივე ტრაგიკულად დაიღუპა.