ბრიტანეთ-ირანის ორმაგი მოქალაქე, ალირეზა აკბარი ჯაშუშობისთვის ირანში სიკვდილით დასაჯეს
ალირეზა აკბარი, ბრიტანეთისა-ირანის ორმაგი მოქალაქე და ირანის ყოფილი თანამდებობის პირი, სიკვდილით დასაჯეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აკბარის სასიკვდილო განაჩენი გამოცხადდა 11 იანვარს, მას შემდეგ, რაც ის გაერთიანებული სამეფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გაასამართლეს.
"ბრალდებულის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნის წარდგენის შემდეგ, საქმე გადაეცა სასამართლოს და სხდომა გაიმართა ბრალდებულის ადვოკატის თანდასწრებით და ამ პირის საქმეში არსებული მოქმედი დოკუმენტების საფუძველზე, მას მიესაჯა სიკვდილით დასჯა დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის”,- ნათქვამია განცხადებაში.