თეგებით ძიება

მოსახლეობას ლიფტის გაუმართაობაზე არ მიუმართავს - რას ამბობს ისნის გამგებელი ვაზისუბნის ტრაგედიაზე?

ისნის რაიონის გამგებელი, ნიკა ელისაშვილი ვაზისუბანში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

მისი თქმით, იმ კორპუსის მოსახლეობას, სადაც დღეს ტრაგედია დატრიალდა, ლიფტის გაუმართაობაზე გამგეობისთვის არ მიუმართავს.

"ძალიან ტრაგიკული ამბავი მოხდა სამწუხაროდ, რაც შეეხება ლიფთან დაკავშირებულ პრობლემებს, გამგეობისთვის, არც მუნიციპალიტეტისთვის არ მოუმართავს ამ კორპუსიდან არცერთ ადამიანს ლიფტის პრობლემასთან დაკავშირებით. ზოგადად თვითონ მოსახლეობა და სადარბაზოს მაცხოვრებლები თანაბრად ინაწილებენ პასუხისმგებლობას ლიფტის მომსახურებასთან დაკავშირებით და თვითონ მოსახლეობა ქირაობს ადამიანს, მომსახურე პერსონალს, რომელიც ემსახურება ლიფტებს " - ამბობს ნიკა ელისაშვილი.

კორპუსის თავმჯდომარეს მედიასთან კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ადასტურებს გამგებლის ნათქვამს, რომ მუნიციპალიტეტისთვის ლიფტის პრობლემაზე არ მიუმართავთ.


შეგახსენებთ, რომ თბილისში უბედურ შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ლიფტი გამოიძახეს, თუმცა, კარი ისე გაიხსნა, რომ ლიფტის კაბინა იმ სართულზე არ იყო. მამაკაცი შახტაში ჩავარდა, მის დახმარებას მეუღლე ცდილობდა, რა დროსაც ლიფტი დაიძრა და ორივე გარდაიცვალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა