ლიფტის შახტში დაღუპულ ცოლ-ქმარს, მცირეწლოვანი შვილი დარჩათ - ტრაგედიის ახალი დეტალები
ცოლ-ქმარი, რომელიც ლიფტის შახტაში ჩავარდა, საქართველოში რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა. მათ ვაზისუბანში, სადაც შემთხვევა მოხდა, ბინა ახალი ნაყიდი ჰქონდათ. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ცოლ-ქმარმა ლიფტი გამოიძახა, კარი გაიხსნა, თუმცა ლიფტის კაბინა იმ სართულზე არ აღმოჩნდა და მამაკაცი შახტაში ჩავარდა. მის დახმარებას მეუღლე ცდილობდა, რა დროსაც ლიფტი დაიძრა და ორივე დაიღუპა.
ცოლ-ქმარს, ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩათ.
გარდაცვლილები 35 წლამდე ასაკის არიან.
წყარო - "რუსთავი 2"