სოლედარისთვის სასტიკი ბრძოლები გრძელდება - პავლო კირილენკო
დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ განაცხადა, რომ სოლედარისთვის სასტიკი ბრძოლები გრძელდება.
"სოლედარი უკრაინის ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარება და ჩვენი სამხედროები აკონტროლებენ მას. თუმცა, ქალაქგარეთ არის ურბანული ბრძოლები, რადგან ოკუპანტი რამდენიმე მიმართულებით ცდილობს წინსვლას. დამპყრობელი დიდ ზარალს განიცდის“, - აღნიშნა კირილენკომ.
მისი თქმით, ფრონტის ხაზი ამ მიმართულებით დაბომბვის ქვეშაა, ზოგადად დონეცკის რეგიონში მდგომარეობა რთულია.