თეგებით ძიება

"ნაციონალური მოძრაობის” დაშლა გარდაუვალია - შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაშლა გარდაუვალია.

"ამ პარტიას ჰყავს თავისი ლიდერი, ის არავის გადაურჩევია და არც ასარჩევი გამხდარა. თუ საუბარია ამ ლიდერის პირველი მოადგილეების არჩევაზე, ამას არც სჭირდებოდა ამდენი აჟიოტაჟი, კომპრომატების ფრიალი და სხვა. ხოლო თუ საქმის გაკეთება გვინდა, ამისთვის „ნაცმოძრაობის” დეპუტაციამ უნდა აკრიფოს გუდა-ნაბადი და დატოვოს სამარცხვინო პარლამენტი, სადაც თავისი შესვლით ხელისუფლება თავის დროზე გადაარჩინეს. ის ხელისუფლება, რომლის თურმე დამხობა უნდოდათ და რომელსაც ებრძვიან, საკმაოდ დაუჯერებელია ამ ფონზე”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

კითხვაზე, – „ნაცების” არჩევნების შემდეგ რამდენად არის შესაძლებელი პარტიის დაშლა? – შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ ეგ პარტია დაიშალა მაშინ, როდესაც დაუშვა რუსი ოლიგარქის ხელისუფლებაში მოსვლა, არა მარტო თავად დაიშალა, არამედ ქვეყანაც გაწირა.

„დაშლა გარდაუვალია, წაგებული მხარე დატოვებს პარტიას, ამაზე ორი აზრი არ არსებობს და შემდგომი სერია წინ გველოდება, თუმცა ახლა ნამდვილად არ იყო ამის დრო. ახლა საჭიროა ძალების კონცენტრაცია ოლიგარქ ივანიშვილის თავიდან მოსაცილებლად, მაგრამ, სამწუხაროდ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ დროის გაყვანის ტაქტიკით არის დაკავებული ე.წ. ოპოზიცია, რათა როგორმე თავისი გაჭირვებული სული მიიტანოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და მერე კიდევ რაღაცა იჩალიჩოს”, – განაცხადა ნათელაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა