ალირეზა აკბარის სიკვდილით დასჯის გამო, ბრიტანეთმა ირანის გენპროკურორს სანქციები დაუწესა
ბრიტანეთმა ირანის გენერალურ პროკურორს ბრიტანეთისა და ირანის ორმაგი მოქალაქის, ალირეზა აკბარის სიკვდილით დასჯის გამო სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი, ჯეიმს კლევერლი ავრცელებს.
"დიდმა ბრიტანეთმა ირანის გენერალურ პროკურორს სანქციები დაუწესა. მის წინააღმდეგ დღევანდელი სანქციები ხაზს უსვამს ჩვენს პროტესტს ალირეზა აკბარის სიკვდილით დასჯის მიმართ. გენერალური პროკურორი დგას ირანში სიკვდილით დასჯის ცენტრში. ჩვენ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ რეჟიმს ადამიანის უფლებების საშინელ დარღვევებზე", - წერს კლევერლი.
The UK has sanctioned Iran's
Prosecutor General.
Sanctioning him today underlines our disgust at Alireza Akbari's execution.
The Prosecutor General is at the heart of Iran's use of the death penalty.
We're holding the regime to account for its appalling human rights violations— James Cleverly???????? (@JamesCleverly) January 14, 2023
შეგახსენებთ, ირანში, ბრიტანეთისა-ირანის ორმაგი მოქალაქე და ირანის ყოფილი თანამდებობის პირი ალირეზა აკბარი სიკვდილით დასაჯეს.