"5-სულიან ოჯახს არჩენს წლებია, 14 წლიდან მუშაობს, ენა და პროფესიები ინტერნეტით ისწავლა..." - ვისზე წერს და რა ფოტოებს აქვეყნებს გურამ შეროზია?
ბლოგერი, გურამ შეროზია სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ქალის, ენჯელის ფოტოებს აქვეყნებს და მისი ცხოვრების რთულ პერიოდებზე წერს.
"ენჯელმა მეც მინდაო. შეუფასეთ აბა, ესეც ძალიან ლამაზი და საყვარელი გოგოა...
ორი წელია ვიცნობ, 5 სულიან ოჯახს არჩენს წლებია, 14 წლიდან მუშაობს, ენა და პროფესიები ინტერნეტით ისწავლა, 30 დოლარად მუშაობდა თვეში და მოკლედ, ძალიან რთულ გზას გადის ახლაც...
ოდესმე უფრო ახლოს გაგაცნობთ ამ საოცარ ხალხს, აფრიკიდან...
პ.ს. პირველი ფოტოა ორიგინალი", - წერს შეროზია.