"რა სასწაულია, რანაირად უგრძნო გულმა ამ ადამიანს..." - რას აქვეყნებდა ბიჭი, რომელიც ვაზისუბანში ლიფტმა იმსხვერპლა? (ფოტო)
14 იანვარს, თბილისში, ლიფტის შახტაში ჩავარდნილი მამაკაცი, არმან სარქისოვი და მისი მეუღლე, ლიფტმა მოიყოლა და ტრაგიკულად დაიღუპნენ.
არმან სარქისოვის სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ბოლო აქტივობა სწორედ ლიფტების საკითხს უკავშირდება, მან ლოტკინის დასახლებაში ლიფტის ჩავარდნის ინფორმაცია გააზიარა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა.
"ღმერთმა ნათელში ამყოფოს გული უგრძნობდა ალბათ";
"ვაიმე, შოკში ვარ. ეს რა ხდება.იგივე დაემართა";
"რა სასწაულია, რანაირად უგრძნო გულმა ამ ადამიანს, რომ ერთ კვირაში იგივე დაემართებოდა. რა არის ცხოვრება, როგორ ხდება ასე, მინიშნება თუ ინტუიცია?? გაგიხსენოთ უფალმა თავის დროზე", - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები არმან სარქისოვის მიერ გაზიარებული პოსტის ქვეშ.