აეროპორტის თანამშრომელი მგზავრების ჩემოდნებს 2016 წლიდან იპარავდა - ქურდი დაკავებულია
ათენში დააკავეს აეროპორტის თანამშრომელი, რომელიც მგზავრების ჩემოდნებს 2016 წლიდან იპარავდა.
ამის შესახებ მას შემდეგ გაირკვა, რაც კიდევ ერთმა მგზავრმა ჩემოდანი დაკარგა და მომხდარის შესახებ პოლიციას მიმართა.
მგზავრს ჩემოდანში მობილური ტელეფონი ედო, ამიტომ პოლიციამ მისი ადგილმდებარეობა მარტივად დაადგინა..
აღმოჩნდა, რომ დაკარგული ჩემოდანი ათენის ერთ-ერთ უბანში აეროპორტის თანამშრომლის სახლში იყო. ქურდი დაკავებულია.