ავიაკატასტროფა ნეპალში - ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 72 ადამიანი იმყოფებოდა
ნეპალში, პოხარას აეროპორტში თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბორტზე 72 ადამიანი იმყოფებოდა.
ამ დროისთვის ნაპოვნია 16 ცხედარია.
თვითმფრინავი კატმანდუდან პოხარაში მიფრინავდა, დაშვებისას კი ცეცხლი გაუჩნდა.
ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ ბორტზე 68 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა.
კატასტროფის ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.