მარნეული-თბილისის გზაზე სასწრაფოს მანქანა კაცს დაეჯახა - კაცი ადგილზე გარდაიცვალა
თბილისი-მარნეულის გზაზე სასწრაფო დახმარების მანქანა ქვეითს დაეჯახა. ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა.
დაღუპული შუახნის მამაკაცია.
სასწრაფოს მძღოლი პოლიციაშია გადაყვანილი.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.