თეგებით ძიება

რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა, ყველგან, სადაც მიდის, ნგრევა, სიკვდილი და განუზომელი ტანჯვა მოაქვს - გიტანას ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა უკრაინის ქალაქ დნიპროში რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობის დრო მოვა. ამის შესახებ ნაუსედამ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

„რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. ყველგან, სადაც მიდის, მას ნგრევა, სიკვდილი და განუზომელი ტანჯვა მოაქვს.

სისასტიკე, მასობრივი მკვლელობები, საცხოვრებელ კორპუსებზე თავდასხმები არასოდეს იქნება ნაპატიები და დავიწყებული. პასუხისმგებლობის დრო მოვა.

ლიეტუვა უკრაინის გვერდით დგას!“, - დაწერა ნაუსედამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა