„ემიგრანტებო, თქვენი შვილები ფეხსაცმელში მართლა 500 ლარს იხდიან?“ - ქართველი ემიგრანტის პასუხი გურამ შეროზიას
იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი, ირმა მაისურაძე სოციალური ქსელის მეშვეობით ემიგრანტებს მიმართავს.
„მოგესალმებით ძვირფასო ემიგრანტებო. ძალიან გთხოვთ მითხარით, თქვენ, მრავალი წელია ემიგრაციაში ხართ და თქვენი შვილები ფეხსაცმელში მართლა 500 ლარს იხდიან და ძვირად ღირებულ რესტორნებში სხედან?
დღეს მთელი დღეა ეს პოსტი ტრიალებს თითქმის ყველა ქართულ საინფორმაციო სააგენტოზე რომელიც ერთ ერთმა ბლოგერმა დადო.
აი ის ტექსტიც:
სულ მაინტერესებდა: აი ის გოგო-ბიჭები, სულ „სისვეცკე“ ბრენდები რომ აცვიათ, ძვირიან რესტორნებში ჭამენ, ახალ სახლს იშენებენ და ემიგრანტი დედა არ უნახავთ 5-7 წელია...
ფული არ აქვთ? ფეხსაცმელში 500 ლარს აძლევენ და ქუთაისიდან 150 ლარიანი ფრენა ვერ შეიძინეს იტალიამდე, ან საბერძნეთამდე?“ - წერს ირმა მაისურაძე.
ბლოგერმა და სატელევიზიო ტოქშოუს „პრაიმ ჰაუსი“ მეორე სეზონის გამარჯვებულმა, გურამ შეროზიამ გუშინ სოციალურ ქსელში ემიგრანტების მისამართით პოსტი გაავრცელა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ემიგრანტების მხრიდანაც.
"სულ მაინტერესებდა: აი ის გოგო-ბიჭები, სულ სისვეცკე ბრენდები რომ აცვიათ, ძვირიან რესტორნებში ჭამენ, ახალ სახლს იშენებენ და ემიგრანტი დედა არ უნახავთ 5-7 წელია...
ფული არ აქვთ? ფეხსაცმელში 500 ლარს აძლევენ და ქუთაისიდან 150 ლარიანი ფრენა ვერ შეიძინეს იტალიამდე, ან საბერძნეთამდე?
თუ უვიზო რეჟიმი რომ გვაქვს არ ახსოვთ?
თუ სამი დღეც ვერ მოიცალეს - იმდენს მუშაობენ?
უფრო იტალია საბერძნეთზე მაქვს საუბარი, თორემ ამერიკა და ა.შ. ვიცი, რომ რთულია.
მართლა მაინტერესებს მიზეზი. მზად ვარ დაგაკვალიანოთ, იქნებ არ იციან იაფი პირდაპირი ფრენების შესახებ?
მზად ვარ მე დაგიგეგმოთ ვიზიტები, მართლა დაგეხმარებით, ემიგრანტებისთვის არასდროს დამენანება ჩემი დრო", - დაწერა გურამ შეროზიამ.
წყარო: Exlusivetv.ge