თეგებით ძიება

„დაიბრუნე ერო ყავარზე გასადები კუდი, თორემ ჩავრჩებით აქ ჩამოსახლებული რუსების მოსამსახურეებად“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე?

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში, საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ რუსეთი ყველაზე ბნელი და მახინჯი ქვეყანა აღმოჩნდა.

„გაგანია 21-ე საუკუნეში რუსეთი აღმოჩნდა ყველაზე ბნელი, ყველაზე მახინჯი ქვეყანა. უკრაინამ არ მოინდომა შეშინებულს დაეთმო თავისი სახლი, კულტურა, იდენტობა. როგორც წესი, ქვეყნის გადარჩენისთვის, საუკეთესოები იბრძვიან, რომ შემდეგ ყველა ოპორტუნისტს სიცოცხლის გაგრძელების და სიცოცხლით ტკბობის საშუალება მიეცეს, ამიტომაა ყოველი მსხვერპლი ასმაგად ტრაგიკული, განსაკუთრებით ძვირფასი სისხლი იღვრება თავდაცვით ომებში. ის, რომ უკრაინას მხარდაჭერას უცხადებდე, მინიმუმია იმისა, რომ ადამიანად იწოდებოდე. ჩვენი საცოდავი ქვეყანა მადარდებს კიდევ - დღეს საშუალებაა, თავდაცვისთვის მზადების ეგიდით ნებისმიერი შეიარაღება მოითხოვო ყველა ქვეყნისგან და მოიპოვო იოლად. ჩვენ კი მიზანმიმართული, რაციონალური მოქმედების ნაცვლად ჩირგვში გვაქვს თავები ჩარგული. "მარტო რუსეთია მტერიიი? - ძალადკრეტინების პასუხად - მარტო რუსეთი რომ არაა მტერი, ამიტომაც იმდენჯერ მეტად გჭირდება ჯარი, იარაღი და მოკავშირეები, რამდენიც მტრად გესახება. რუსეთი კი ნაწილებად დაიშლება მალე, მაგრამ ჩვენ თუ ვიცით, სად იქნება ჩვენი ადგილი? ქართველების ხასიათის ერთერთი საუკეთესო რესურსი კუდაბზიკობა, საუკეთესოს არჩევის პრეტენზია იყო ყოველთვის. უამბიციო ერებს მომავალი არა აქვთ. დაიბრუნე ერო ყავარზე გასადები კუდი, ბუმბულიც კიდევ, თორემ 21-ე საუკუნეში, ყველა ფანტასტიკის რეალობადქცევის ეპოქაში, ჩვენ ჩავრჩებით დროში, ყველაზე კარგ ვარიანტში აქ ჩამოსახლებული რუსების მოსამსახურეებად“, - წერს ფანჯიკიძე.

გაგანია 21-ე საუკუნეში რუსეთი აღმოჩნდა ყველაზე ბნელი, ყველაზე მახინჯი ქვეყანა. უკრაინამ არ მოინდომა შეშინებულს დაეთმო...Опубликовано Natia Panjikidze Суббота, 14 января 2023 г.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა