თეგებით ძიება

პოლონეთში 21 წლის ქართველი გაუჩინარდა

მესამე დღეა, პოლონეთში სამუშაოდ წასულ ქართველ ახალგაზრდას ეძებენ.

21 წლის მიშო ხარაშვილი პოლონეთის ქალაქ შჩენიცში სამუშაოდ წავიდა. ბოლოს მას მამა 12 იანვარს ესაუბრა, მეორე დღეს კი შეატყობინეს, რომ ახალგაზრდა სახლში არ დაბრუნდა.

„პოლონეთში 6 თვის წინ, სამუშაოდ წავიდა. ხუთშაბათს მოსაკითხად ორჯერ დავურეკე და ველაპარაკე, მეორე დღეს მასთან ერთად ნაქირავებ ბინაში მცხოვრებმა ბიჭებმა შემატყობინეს, რომ მიშო სახლში არ დაბრუნებულა. ოთხნი ცხოვრობდნენ ერთად. ერთ-ერთი ჩვენი ნათესავია, რომელიც პოლონეთში ოთხშაბათს, 11 იანვარს ჩავიდა. მიშოს თხოვნით, აქედან საკვებიც კი გავატანეთ. ეს ბიჭები მეუბნებიან, რომ მიშო დილით სახლში არ დახვდათ, სად წავიდა არ იციან. მობილური ტელეფონი ბინაში აქვს დატოვებული. ყველა ერთად ხის საამქროში მუშაობდა, ხის მორებს ამუშავებდნენ. დედაც იტალიაშია, ემიგრაციაში, “ - ამბობს მიშოს მამა.

ახალგაზრდა კაცის გაუჩინარების შესახებ ადგილობრივი პოლიცია უკვე ინფორმირებულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა