ზუგდიდში ორი მაღაზია გაქურდეს
გუშინ, გვიან ღამით, ზუგდიდშიორი მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეებმა მაღაზიების გასაღების ასლები დაამზადეს და ადგილზე ისე შეაღწიეს.
ორივე მარკეტიდან წაღებულია თანხა და თამბაქოს ნაწარმი.
მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო, სავარაუდო დამნაშავეები უკვე იდენტიფიცირებული არიან.
პოლიცია მათ დაკავებაზე მუშაობს.