"აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა“ - ქართველმა ფეხბურთელმა გატანილი გოლი ამ სიტყვებით აღნიშნა
ქართველმა ფეხბურთელმა, ლევან კუტალიამ, რომელიც ისრაელში, კლუბ "სეკცია ნეს ციონამში“ თამაშობს, გუშინ ისრაელის ჩემპიონატში გოლი გაიტანა.
გოლის გატანის შემდეგ მან მაისური აიწია და შიდა მაისურზე ეწერა - "აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა."