„მომენატრები ჩემო ძვირფასო ბუბა, გამორჩეულო გულშემატკივარო და მეგობარო...“ - ნიკოლოზ რაჭველის ემოციური დამშვიდობება
კომპოზიტორი, ნიკოლოზ რაჭველი მომღერლისა და მსახიობის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.
“ვერის უბნის მელოდიების” რეპეტიციებზე ბუბას მოსვლას მისი ერთგული მენეჯერი და მეგობარი სოსო აბზიანიძე მატყობინებდა, სცენის კიდეში დგებოდა და საორკესტრო ორმოში დაბალი და მშვიდი ხმით მეუბნებოდა “ბუბა მოვიდა”… ეს კი ყოველთვის ნიშნავდა ჩვეულებრივი სამუშაო პროცესის ნამდვილ დღესასწაულად ქცევას… ახლა აკვიატებულად ისევ სოსოს ხმით ჩამესმის კვლავაც ორი, მაგრამ ამჯერად ძალიან სევდიანი სიტყვათა თანწყობა “ბუბა წავიდა”…
მოსვლიდან წასვლამდე კინოსა თუ მუსიკაში იმდენი მოასწრო და გააკეთა, იმდენი ადამიანის გული და გონება დაიპყრო, რომ ახლა უკვე სიმშვიდის და დასვენებისთვის მიიბარა თავისთან მაღალმა ღმერთმა.
მომენატრები ჩემო ძვირფასო ბუბა, გამორჩეულო გულშემატკივარო და მეგობარო, მადლობა ნდობისთვის, სიყვარულისთვის, მშვიდობით და ოდეს კვლავ შეხვედრამდე… “ - წერს ნიკოლოზ რაჭველი.
ცნობისთვის, ბუბა კიკაბიძე დღეს, 15 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
“ვერის უბნის მელოდიების” რეპეტიციებზე ბუბას მოსვლას მისი ერთგული მენეჯერი და მეგობარი სოსო აბზიანიძე მატყობინებდა,...Опубликовано Nikoloz Rachveli Воскресенье, 15 января 2023 г.