„წავიდა ბუბა, მაგრამ, როგორც თვითონ უნდოდა, ისე წავიდა, წელში გამართული და სიმღერით“ - გივი თარგამაძე
პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე მსახიობისა და მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ბოლოს რომ ვნახე, ვკითხე, მე ხო ვიცოდი მისი ჯანმრთელობის პრობლემები, როგორ ქაჩავ კონცერტებს და ამ ტემპს? მითხრა, გივი ჯან, ეხლა რომ დავატორმუზო, ჩავჯდე სახლში, ეგრევე მოვკვდებიო. წავიდა ბუბა, მაგრამ, როგორც თვითონ უნდოდა, ისე წავიდა, წელში გამართული და სიმღერით. არასდროს მიტრიპაჩია ამ ადამიანთან მეგობრობით, ერთს ვიტყვი, ბედნიერი ვარ, რომ ეს მეგობრობა მერგო. მშვიდობით, მეგობარო და როგორც შენ ამბობ არ დაიდარდოში - прохожий,кинь цветок на его могилу.... ამ ქვეყნად იქნები სულ...
უკან რომ ბიჭი უდგას, ის შეგვივსებს ბუბას ისტორიებს, ჩვენ რომ არ ვიცით“, - წერს გივი თარგამაძე.
ცნობისთვის, ბუბა კიკაბიძე დღეს, 15 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბოლოს რომ ვნახე, ვკითხე, მე ხო ვიცოდი მისი ჯანმრთელობის პრობლემები, როგორ ქაჩავ კონცერტებს და ამ ტემპს? მითხრა, გივი...Опубликовано Givi Targamadze Воскресенье, 15 января 2023 г.