„დიდებული ხალხის დიდებული კაცი“ - ვოლოდიმირ ზელენსკი ბუბა კიკაბიძეზე
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მსახიობისა და მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას გამოეხმაურა.
„ვახტანგ კიკაბიძე, მეგობარი, რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო. დიდებული ხალხის დიდებული კაცი. ლეგენდა, რომელსაც ყველა ვუყურებდით. თანავუგრძნობ მის ახლობლებს“, - წერს ზელენსკი.
ბუბა კიკაბიძე დღეს, 15 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.