„ლეგენდარული კაცი, უკრაინისა და მთელი უკრაინელი ხალხის დიდი მეგობარი“ - უკრაინის საელჩო ბუბა კიკაბიძეზე
საქართველოში უკრაინის საელჩომ მსახიობისა და მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაავრცელა.
„ძნელია ისეთი სიტყვების პოვნა, რომელიც შეამსუბუქებს საყვარელი ადამიანის დაკარგვის ტკივილს. ლეგენდარული კაცი, უკრაინისა და მთელი უკრაინელი ხალხის დიდი მეგობარი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაიცვალა გულწრფელი, მგრძნობიარე და კეთილგანწყობილი ადამიანი, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას აგრესორ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მაგრამ მისი გულწრფელი საქმეები და ნათელი ხსოვნა რჩება ამ სამყაროში. ამ ტრაგიკულ მომენტში საელჩოს მთელი გუნდი იზიარებს ნათესავების, მეგობრების, სრულიად საქართველოს მძიმე დანაკარგის ტკივილს და ღრმა მწუხარებით იხრის ქედს. მარადიული ხსოვნა... სამუდამოდ ჩვენს გულებში იქნება შენი მომხიბვლელი ხმა, ღიმილი და შენი სიმღერები, ჩვენო ძვირფასო ბატონო ბუბა“, - აღნიშნულია წერილში.
ბუბა კიკაბიძე დღეს, 15 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.