ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ლევან კობიაშვილის მიიღებს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ერთი კანდიდატი ლევან კობიაშვილი მიიღებს. მოქმედი პრეზიდენტის კანდიდატურა 29 სუბიექტმა წარადგინა.
რეგისტრაცია უკვე დასრულდა და კობიაშვილს ახალ პრეზიდენტად ხვალ გასამართ საარჩევნო ყრილობაზე, მომდევნო 4 წლის ვადით აირჩევენ. ყრილობა 12 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ლევან კობიაშვილი 2023 წელს უეფას აღმასრულებელი კომიტეტის არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას, კონგრესი 2023 წლის 5 აპრილს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართება.