როგორ მართავს კარგი ლიდერი თანამშრომლებს?
კომპანიები ისეთივე ძლიერები არიან, როგორც ადამიანები, რომლებიც მათ უწყვეტ ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ. შენ, ლიდერი, ქმნი საუკეთესო გუნდს და იმარჯვებ. ლიდერმა უნდა უთხრას თითოეულ თანამშრომელს, რა მოსწონს მათ საქმიანობაში და რისი გაკეთება შეუძლიათ მათ გასაუმჯობესებლად. საჭიროა თანამშრომელთა ნიჭიერების შეფასება.
ყველა კარგ ლიდერს გულუხვობა ახასიათებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი დაინტერესებულნი არიან ხელფასების გაზრდით ან თავიანთ საუკეთესო თანამშრომელს სხვა გუნდში უკეთეს შესაძლებლობას სთავაზობენ. კარგ ლიდერებს მოსწონთ წარმატებული სამუშაო ძალის დანახვა.
ლიდერმა უნდა დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილებები. ცვლილების სარგებელი ახსნილი უნდა იყოს. ადამიანები, რომლებსაც ესმით ლიდერის მიზეზები, უფრო მეტად დაუჭერენ მხარს, მაშინაც კი, თუ ისინი არ ეთანხმებიან მას.
ლიდერმა თანამშრომლებს უნდა გაუჩინოს მოტივაცია, რომ მათ კომპანიისადმი ლოიალობა შეინარჩუნონ და თავი კომპანიის ნაწილად იგრძნონ. ლიდერმა მკაფიოდ უნდა წარმოაჩინოს, თუ როგორ იქნება თანამშრომლების მომავალი უკეთესი, თუ ისინი მის კომპანიაში დარჩებიან. ”გააცოცხლეთ ეს მიზანი მათთვის ყოველდღე“.
https://www.entrepreneur.com/growing-a-business/jack-welch-on-how-to-manage-
employees/224604